ოჯახი

გემო ბავშვობიდან

არავის გაქვთ რამე სურნელი ან გემო, რომელიც ბავშვობას გახსენებთ?

მე ბევრი რამ მახსენებს, მაგრამ ბავშვობის განუყრელი ნაწილი ჩემთვის ,,იაბლოჩნი“ ნამცხვარია. ხო ასე ქვია, ,,იაბლოჩნი“ და არა ვაშლის ნამცხვარი. ♥ რამდენ ქალაქში ან ოჯახში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ნამცხვარი არსად მინახავს. მხოლოდ ჩემს მშობლიურ ქალაქში აცხობენ, ბატონი ლოვა აცხობს სხვა ბევრ გემრიელობებთან ერთად, მაგრამ მე მხოლოდ ეს მაგიჟებდა და მაგიჟებს დღემდე

.

ჩემი გადარევის ამბავი ჩემმა მშობლებმა რა თქმა უნდა იცოდნენ და ძალიან ხშირად ყიდულობდნენ. ასევე, არ ჩაივლიდა არც ერთი დღესასწაული, რომ ეს ნამცხვარი ჩემთვის არ მოეტანათ. ტორტთან და სხვა ნამცხვრებთან ერთად ყოველთვის იყო ,,იაბლოჩნიც“.

ბავშვობის მერე დიდი დრო გავიდა, ახლა მე მყავს ბავშვი სახლში და არც ვიცი მას თუ აქვს რამე ამგვარი აკვიატება.  არადა, ძალიან მინდა რომ ქონდეს.

დღესაც, როცა უკვე ცალკე ვცხოვრობ და ჩემი ოჯახი მაქვს, ჩემი მშობლები და ,,იაბლოჩნი“ ნამცხვარი ერთად მსტუმრობენ. არ არსებობს დღე, როცა დედა ამ ნამცხვრის გარეშე ჩამოვა ჩემთან. ხუმრობს ხოლმე, ,,იაბლოჩნი“ შენთან მოსვლისას ჩემი საშვიაო. ამ საშვით მესტუმრნენ 2 დღის წინაც.

ახლა უფრო მიყვარს ეს ნამცხვარი ჩემი მშობლების გამო, და მშობლები – მათი ამგვარი დამოკიდებულების გამო. რაც დრო გადის და ასაკი მემატება, მით უფრო მიყვარდებიან. ისე, რომ ხშირად შიში მიპყრობს, არ მინდა ოდესმე ეს დამთავრდეს. ამაზე არც ფიქრი მინდა და ლაპარაკი მითუმეტეს.

ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ ისინი მყვანან.

Advertisements

6 thoughts on “გემო ბავშვობიდან

  1. კი, ძალიან ცოტა უნდა და თუ ჩვენ ამგვარი პატარ-პატარა ბედნიერებები ბევრი გვაქვს ცხოვრებაში, მერე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერად ვიცხოვრეთ. ❤

    Like

  2. “იაბლოჩნი” 🙂 ბავშვობის “გემო–ვნებები” სხვანაირად დაუვიწყარია… სულ შენთანაა და იმ დროში გადაგაფრენს–ხოლმე უცებ… მომინდა ეხლა რაღაც ტკბილი და “სასუსნაო” 🙂 ისე რეცეპტს ვერ მოიპოვებ? საინტერესო იქნება ❤

    Liked by 1 person

    1. ეჰ, იმდენჯერ ვცადეთ, მივედით, ვკითხეთ და უარით გვისტუმრებდნენ სულ. ეს ლოვა ძიას რეცეპტია და იმიტომაც იყიდება მხოლოდ ჩვენთანო. 😀 გულში ვაშლის ჯემი აქვს, ოღონდ ქარხნული წარმოების ჯემების გემო აქვს. სახლში მომზადებული ვაშლის ჯემი ცოტა სხვანაირია. ის როგორ აკეთებს არ ვიცი. ფირფიტები ძალიან თხელი, კრატუნა და ბევრ ფენებიანია. ძალიან გემრიელი რამეა ❤

      Liked by 1 person

      1. ოჰ ეს საფირმო რეცეპტებიი 🙂 არადა რაც დედაჩემს რეცეპტები გაუმხელია…. თუმცა არავის ზუსტად ისეთია არ გამოსვლია, ხელზეც არისო რომ იტყვიან მჯერა… არადა რა კარგი იქნებოდა გვეცადა მაინც 🙂 კარგი დღე გქონოდეს ძვირფასო ❤

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s