ოჯახი · ურთიერთობები

ქორწინება

რამდენიმე დღის წინ, ერთ ჩემ ძველ მეგობართან ვისაუბრე. მოვიკითხეთ ერთმანეთის ოჯახები, მეუღლეები, შვილები და ბოლოს საკუთარ თავებამდე რომ მივედით, გრძელი პაუზაც გაჩნდა. მივხვდით სათქმელი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ,,არამიშავს“ ან ,,კარგად ვარ“. დავჯექით და გულახდილად ვისაუბრეთ. ეს ის ადამიანია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისთანაც შემიძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი და მუდამ საინტერესო პასუხებს ვიღებ. ორივე ვყვებოდით ამბავს… Continue reading ქორწინება

ურთიერთობები

კაცები

სანამ წერას დავიწყებ, მინდა ვთქვა რომ ქალები და კაცები ერთმანეთს უფრო გვანან, ვიდრე განსხვავდებიან. რაც ერთმანეთისგან განასხვავებთ ეს ხასიათის თუ ბუნების წვრილმანი  დეტალებია, რაც ურთიერთობებში გაურკვევლობებს იწვევს ხოლმე. თორემ სურვილები და მისწრაფებები ყველას საერთო აქვთ. განსხვავება რაც ზოგადად სქესს ახასიათებს ძალიან უმნიშვნელოა. კაცებს, მასკულინური ბუნებიდან და გენეტიკიდან გამომდინარე, განსხვავებული ქცევის წესები და მოთხოვნები აქვთ, ქალებს… Continue reading კაცები

საზოგადოება · ურთიერთობები

გავიღვიძოთ

ფემინიზმი მსოფლმხედველობაა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ქონდეთ სოციალური, კულტურული, სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები,  ყველა ის უფლება რაც გააჩნია მამრობით სქესს და საერთოდ ადამიანს უნდა გააჩნდეს. ჩვენი და სხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციაც ამას გვეუბნება, თუმცა შავად ნაწერი სამწუხაროდ ისევ ფურცელზე რჩება. დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი ქალები არსებობისთვის და სიტყვის თქმის უფლებისთვის იბრძვიან. მე… Continue reading გავიღვიძოთ

კარიერა · ოჯახი

მეოჯახე კარიერისტი

რა რთული ყოფილა პირველი პოსტის დაწერა. უკვე დაწერილი პოსტებიდან ვერც ერთი ამოვარჩიე. ამიტომ ვამჯობინე ჩემზე დამეწერა, გაცნობითი ხასიათის წერილი. ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება დაოჯახებული და სამსახურის მქონე სხვა ქალების ყოველდღიურობისგან.   დღე იწყება 7-ზე. მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რეკავს, მაშინვე უნდა ავდგე, სხვაგვარად უფრო მიჭირს. სამაგიეროდ ყოველ 5 წუთში ვბრუნდები ოთახში, მეუღლის გასაღვიძებლად. ,,კიდევ ორი წუთი… Continue reading მეოჯახე კარიერისტი