საზოგადოება · ურთიერთობები

წვრილმანები

ყოველდღიური ცხოვრება ათასი წვრილმანი მოვლენითა და მოქმედებებითაა სავსე. ეს მოვლენები ქმნიან დღეს, ხოლო ქმედებები გვქმნიან ჩვენ. თითოეული წვრილმანი ქცევა თუ მოვლენა ჩვენი ცხოვრებაა და როგორი ცხოვრება გვინდა საბოლოო ჯამში ამას ჩვენვე ვწვეტთ. მხატვრები ვართ, ან თუ გსურთ რეჟისორებიც და ვქმნით სურათს, რომელზეც ან მხოლოდ ჩვენ ვილაპარაკებთ, ან სხვებსაც ავალაპარაკებთ.

მე მაგალითად ადაpersonalitytestcomicმიანურ ურთიერთობებში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ წვრილმანებს და შესაბამისი წარმოდგენა და ურთიერთობაც მიყალიბდება მერე ამ ადამიანთან. წვრილმანები ქმნის ადამიანის კულტურის ზოგად სურათს. მაგალითად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემ წინ მიმავალი კარებს ხელს გაუშვებს და ცხვირწინ მიმიხურავს თუ ხელით დაიჭერს და დაელოდება ჩემს მისვლასაც, მამრობითი სქესის შეფასებისას მნიშვნელოვანია წინ თვითონ შეიჭრება თუ ჯერ ქალს გაატარებს, ლიფტში პირველი მიაჭერს თუ არა სასურველ ღილაკს თითს თუ დამელოდება, საჯარო სივრცეში სიგარეტის მოწევისას აიღებს თუ არა ნებართვას.

ამაზე ერთი ამბავი მახსენდება სულ, რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩამრჩა მეხსიერებაში რომ სასიამოვნოდ გამაოცა. სამსახურის მერე სახლში ვბრუნდებოდი ე.წ ,,ყვითელი მარშუტკით“. მძღოლებზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს, ისედაც ყველამ ვიცით სამარშუტო ტაქსებში არსებული სიტუაცია, მაგრამ იმ დღეს 10 ნომერ ,,მარშუტკაში“ ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა. სახლამდე უკვე ცოტა გზა იყო დარჩენილი, თან მგზავრებიდანაც მარტო მე შემოვრჩი, რომ მძღოლმა მკითხა: სიგარეტი რომ მოვწიო, შეიძლებაო? ხომ არ შეწუხდებითო. მე არამწეველი ვარ და სიგარეტის კვამლზეც საშინელი რეაქცია მაქვს, მაგრამ იმდენაც გამაოცა ამ ბიჭის შეკითხვამ, არაა პრობლემათქო ვუპასუხე და მადლობა რომ მკითხეთ მეთქი, გავუღიმე. თვითონაც გაიცინა. ამ უმნიშვნელო და 2 წამიანმა შემთხვევამ ისეთი დადებითი გარემო შექმნა, რომ სახლშიც დადებითი განწყობით მივედი.

ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებში სადაც ბევრი ადამიანია და მათ გასაცნობად არც თუ ისე ბევრი დრო გვაქვს. მაგალითად სუფრაზე. ამიტომ პატარა წვრილმან-ტესტები მაქვს და ადამიანებზე დაკვირვებისას გონებაში ამ ტესტებს ვავსებ. ფილტრში გატარებული ადამიანები კი შესაბამის ჯგუფებად ჯგუფდებიან. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ  ვფიქრობ ამას ყველა აკეთებს.

პირველ რიგში ყურადღებას ხმამაღლა მოლაპარაკე და აქტიურ ტიპებზე ვაჩერებ და მალევე ვწევ გვერდით. მთავარი დაკვირვების საგანი ჩუმად მყოფები არიან. მნიშვნელოვანი წვრილმანია უსმენენ თუ არა ისინი მოსაუბრეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ საკვებთან და სასმელთან, აქვს თუ არა მათთვის მნიშვნელობა როგორი მომზადებულია კერძი, რა ფორმითაა მიტანილი კერძი ან რა სასმისით სურთ სასმელის დალევა და რაზე ეცინებათ (ეს ძალიან მნიშვნელოვანია). ამ ტესტის გავლისას უკვე წარმოდგენა მაქვს რა ტიპის ადამიანთან მაქვს საქმე.

აუცილებლად ვუყურებ ფეხსაცმელს და ფრჩხილებს, როგორ აცემინებს ან ახველებს, როგორ ექცევა მომსახურე სფეროში დასაქმებულ პერსონალს, მაგ: მიმტანებს, მოლარე-კონსულტანტებს იცავს თუ არა საგზაო წესებს, რა სახის მუსიკას უსმენს და ა.შ

ეს ვითომ წვრილმანი დეტალები, ადამიანის ხასიათის თუ ინტელექტის საკმაოდ მყარი და სანდო დეტექტორია.

როგორც ამბობენ ორი ცუდი თვისება მაქვს:

  • პატიება შემიძლია, მაგრამ არასდროს ვივიწყებ;
  • პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის ვენდობი.

არადა ეს თვისებები ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მომიტანა, რაღაც ჩვევებიც ჩამომიყალიბდა, რაც ჩემი პიროვნების მახასიათებელია და ალბათ ამათი წყალობით მშიფრავენ სხვებიც. ჩვევები კი ყოველთვის გაგვცემენ.

Advertisements

9 thoughts on “წვრილმანები

  1. საინტერესო იყო! დეტაებისგან შედგება ყველა და ყველაფერი, ასე რომ გეთანხმები, ადამიანის ტვინი კიდევ ისე მოწყობილი რომ ყველას ჩვენ–ჩვენი წარმოსახვითი “თაროები” გვაქვს და გონება ყველა თაროზე თავის ისტრიას ალაგებს… ზოგს მარალზე ზოგს დაბალზე, ზოგი ხშირად გამოსაჩენია ზოგი პირიქით მისავიწყებელი და დასამალი….

    Liked by 1 person

  2. ორი ცუდი თვისებიდან პირველი მეც მახასიათებს: ბევრი რამე შემიძლია ვაპატიო, მაგრამ აუცილებლად ვიმახსოვრებ. არა ბოროტი განზრახვით, უბრალოდ მებეჭდება ტვინში და ბევრი თუ დაგროვდა მერე უკვე შესაბამისი დასკვნებიც გამომაქვს.
    პირველ შთაბეჭდილებას მეც ვენდობოდი ხოლმე, მაგრამ მერე ცოტა შევიცვალე წარმოდგენა. მაგრამ ერთი თუ ავიცრუე ადამიანზე გული, მერე ვსიო. რა უნდა მოხდეს, იმას მივუბრუნდე.
    დეტალებს მეც ვაქცევ ყურადღებას. თავადაც სულ ვცდილობ ყველას ისე მოვექც,ე როგორც მე მიდნა მომექცნენ. და ხშირად ღიმილს რომ მობრუნებენ, ძალიან მიხარია.
    დეტალები ქმნიან სიღრმეს ყველაფერში, და რა გასაკვირია, რომ ადამიანურ ურთიერთობებშიც დეტალებია მნშვნელოვანი 🙂

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s