კარიერა

სამსახური

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა რომ არ ვმუშაობდე? მხოლოდ სახლში ვდიასახლისობდე და შვილს ვუვლიდე. ხანდახან მეგობრებს ვხვდებოდე, ალბათ მაშინ როცა ისინი მუშაობას მორჩებოდნენ. ან ვთქვათ ბევრი ფული მაქვს, არ მჭირდება მუშაობა, შემიძლია დრო მარტო თავის მოვლას და გართობას დავუთმო. არა, არ მინდა იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემი პროფესია და საქმე არ მექნება და ასე უაზროდ და უმნიშვნელოდ გავატარებ… Continue reading სამსახური

კარიერა · ოჯახი

მეოჯახე კარიერისტი

რა რთული ყოფილა პირველი პოსტის დაწერა. უკვე დაწერილი პოსტებიდან ვერც ერთი ამოვარჩიე. ამიტომ ვამჯობინე ჩემზე დამეწერა, გაცნობითი ხასიათის წერილი. ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება დაოჯახებული და სამსახურის მქონე სხვა ქალების ყოველდღიურობისგან.   დღე იწყება 7-ზე. მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რეკავს, მაშინვე უნდა ავდგე, სხვაგვარად უფრო მიჭირს. სამაგიეროდ ყოველ 5 წუთში ვბრუნდები ოთახში, მეუღლის გასაღვიძებლად. ,,კიდევ ორი წუთი… Continue reading მეოჯახე კარიერისტი