ურთიერთობები

კაცები

სანამ წერას დავიწყებ, მინდა ვთქვა რომ ქალები და კაცები ერთმანეთს უფრო გვანან, ვიდრე განსხვავდებიან. რაც ერთმანეთისგან განასხვავებთ ეს ხასიათის თუ ბუნების წვრილმანი  დეტალებია, რაც ურთიერთობებში გაურკვევლობებს იწვევს ხოლმე. თორემ სურვილები და მისწრაფებები ყველას საერთო აქვთ. განსხვავება რაც ზოგადად სქესს ახასიათებს ძალიან უმნიშვნელოა. კაცებს, მასკულინური ბუნებიდან და გენეტიკიდან გამომდინარე, განსხვავებული ქცევის წესები და მოთხოვნები აქვთ, ქალებს… Continue reading კაცები

ოჯახი

ჩემი სოფელი

სოფელი, ის სიტყვაა ზოგს გულს რომ უჩუყებს და ნოსტალგიას აღუძრავს, და ზოგს ზიზღს გვრის და სიბინძურესთან აიგივებს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ჩემი სოფელი სულ მენატრება. მენატრება ის სოფლური ესთეტიკა, სილამაზე, სიკოხტავე და ტრადიცია, რაც სახლის დანახვისთანავე სულს გიფორიაქებს. რამდენი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ. განა არ მინდოდა ან წასვა მეზარებოდა, უბრალოდ როდის მომეხერხებინა ეს… Continue reading ჩემი სოფელი

ურთიერთობები

წერილი მეგობარს

სულ მეშინოდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვის. ძუნწი ვარ და სხვებისთვის არ მემეტებიან. ხოდა ვხდები რომ გკარგავ. გაიშვიათდა ჩვენი ურთიერთობა. უფროსწორად, მიწერ-მოწერა, თორემ სადაა ურთიერთობა. 8900 კილომეტრია მე და შენ შორის. 😦 ხოდა ცუდად ვარ და არ მინდა ამას შევეგუო. რამდენჯერ ღამე მიფიქრია, რატომ მე. ადამიანზე ვეწეპები და ვერ ვეგუები ჩემი ცხოვრებიდან მის ამოგლეჯვას. ხოდა არ მინდა… Continue reading წერილი მეგობარს

საზოგადოება · ურთიერთობები

გავიღვიძოთ

ფემინიზმი მსოფლმხედველობაა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ქონდეთ სოციალური, კულტურული, სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები,  ყველა ის უფლება რაც გააჩნია მამრობით სქესს და საერთოდ ადამიანს უნდა გააჩნდეს. ჩვენი და სხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციაც ამას გვეუბნება, თუმცა შავად ნაწერი სამწუხაროდ ისევ ფურცელზე რჩება. დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი ქალები არსებობისთვის და სიტყვის თქმის უფლებისთვის იბრძვიან. მე… Continue reading გავიღვიძოთ

კარიერა · ოჯახი

მეოჯახე კარიერისტი

რა რთული ყოფილა პირველი პოსტის დაწერა. უკვე დაწერილი პოსტებიდან ვერც ერთი ამოვარჩიე. ამიტომ ვამჯობინე ჩემზე დამეწერა, გაცნობითი ხასიათის წერილი. ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება დაოჯახებული და სამსახურის მქონე სხვა ქალების ყოველდღიურობისგან.   დღე იწყება 7-ზე. მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რეკავს, მაშინვე უნდა ავდგე, სხვაგვარად უფრო მიჭირს. სამაგიეროდ ყოველ 5 წუთში ვბრუნდები ოთახში, მეუღლის გასაღვიძებლად. ,,კიდევ ორი წუთი… Continue reading მეოჯახე კარიერისტი

Uncategorized

რას წაიკითხავთ ბლოგზე

გამარჯობა ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ხომ იცით ქალების ამბავი? განსაკუთრებით იმ ქალების, ვინც ორ ომში იბრძვის. რთულია ერთად ოჯახი და კარიერა, განსაკუთრებით მაშინ როცა ქალი ხარ. ბლოგზე წაიკითხავთ ამბებს ქალისგან, რომელიც ცდილობს იყოს წარმატებული როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაშიც. გაგიზიარებთ ჩემს ამბებს, სიხარულს და მწუხარებას, როგორ ვცდილობ ვიყო კარგი მეუღლე, კარგი დედა და ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი. არც თუ… Continue reading რას წაიკითხავთ ბლოგზე