საზოგადოება · ურთიერთობები

წვრილმანები

ყოველდღიური ცხოვრება ათასი წვრილმანი მოვლენითა და მოქმედებებითაა სავსე. ეს მოვლენები ქმნიან დღეს, ხოლო ქმედებები გვქმნიან ჩვენ. თითოეული წვრილმანი ქცევა თუ მოვლენა ჩვენი ცხოვრებაა და როგორი ცხოვრება გვინდა საბოლოო ჯამში ამას ჩვენვე ვწვეტთ. მხატვრები ვართ, ან თუ გსურთ რეჟისორებიც და ვქმნით სურათს, რომელზეც ან მხოლოდ ჩვენ ვილაპარაკებთ, ან სხვებსაც ავალაპარაკებთ. მე მაგალითად ადამიანურ ურთიერთობებში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ… Continue reading წვრილმანები

საზოგადოება

პატარა კაცი

პატარა კაცის სინდრომი, ნაპოლეონის სინდრომი ან ნაპოლეონის კომპლექსი. ასეა ცნობილი ადამიანთა (ძირითადად კაცების) ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა ტანდაბალი ადამიანი ხასიათდება განსაკუთრებული მიზანდასახულობით, ფეთქებადი და აგრესიული ხასიათით, წინსვლის განუზომელი სურვილით, აქტიურად ცდილობს პატივისცემის მოპოვებას, ისწრაფვის ლიდერობისკენ, მძაფრად განიცდის კონკურენციას და აგრესიული მონდომებით თუ მეთოდებით ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. საყურადღებოა ის, რომ ნაპოლეონის სინდრომი ყალიბდება… Continue reading პატარა კაცი

საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემდა სამწუხაროდ ყოველ დღე მიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ძირითადად ე.წ ყვითელი მარშუტკებით ვმგზავრობ და ხანდახან ტაქსით, დაღლილობის ხარისხს გააჩნია, დროის სიმცირეს და ამინდს. ავტობუსით ყველაზე იშვიათად ვმგზავრობ. ახლა იმას ვფიქრობ რომელი ერთის სიკეთეებზე ვწერო. ერთი კოშმარიდან, მეორეში გადაჯდები თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ტრანსპორტის ჰიგიენური მდგომარეობა არანაირ ნორმაში აღარ ჯდება, ტექნიკურ გაუმართაობაზე რომ არაფერი ვთქვათ.… Continue reading საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოება · ურთიერთობები

გავიღვიძოთ

ფემინიზმი მსოფლმხედველობაა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ქონდეთ სოციალური, კულტურული, სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები,  ყველა ის უფლება რაც გააჩნია მამრობით სქესს და საერთოდ ადამიანს უნდა გააჩნდეს. ჩვენი და სხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციაც ამას გვეუბნება, თუმცა შავად ნაწერი სამწუხაროდ ისევ ფურცელზე რჩება. დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი ქალები არსებობისთვის და სიტყვის თქმის უფლებისთვის იბრძვიან. მე… Continue reading გავიღვიძოთ