ოჯახი

ბაღი

  სულ მგონია, რომ სექტემბრიდან ახალი წელი იწყება და აგვისტოდან დიდი ინტერესით ველი. მართლაც იწყება ხოლმე. წელსაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, ბაჭია ბაღში მივიდა. შვებულება ამ პერიოდს დავამთხვიე, რომ თავიდან მე მეტარებინა და კარგად გამეცნო ბაღის მასწავლებლები და ზოგადად სიტუაცია, მერე ჩემი მეუღლე ატარებს. ჩემი გოგო 4 წლისაა, ტიკტიკა, პატარა მსახიობი, ძალიან კონტაქტური, სულ… Continue reading ბაღი

ოჯახი · ურთიერთობები

ქორწინება

რამდენიმე დღის წინ, ერთ ჩემ ძველ მეგობართან ვისაუბრე. მოვიკითხეთ ერთმანეთის ოჯახები, მეუღლეები, შვილები და ბოლოს საკუთარ თავებამდე რომ მივედით, გრძელი პაუზაც გაჩნდა. მივხვდით სათქმელი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ,,არამიშავს“ ან ,,კარგად ვარ“. დავჯექით და გულახდილად ვისაუბრეთ. ეს ის ადამიანია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისთანაც შემიძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი და მუდამ საინტერესო პასუხებს ვიღებ. ორივე ვყვებოდით ამბავს… Continue reading ქორწინება

ოჯახი

გემო ბავშვობიდან

არავის გაქვთ რამე სურნელი ან გემო, რომელიც ბავშვობას გახსენებთ? მე ბევრი რამ მახსენებს, მაგრამ ბავშვობის განუყრელი ნაწილი ჩემთვის ,,იაბლოჩნი“ ნამცხვარია. ხო ასე ქვია, ,,იაბლოჩნი“ და არა ვაშლის ნამცხვარი. ♥ რამდენ ქალაქში ან ოჯახში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ნამცხვარი არსად მინახავს. მხოლოდ ჩემს მშობლიურ ქალაქში აცხობენ, ბატონი ლოვა აცხობს სხვა ბევრ გემრიელობებთან ერთად, მაგრამ მე მხოლოდ ეს… Continue reading გემო ბავშვობიდან

ოჯახი

ჩემი სოფელი

სოფელი, ის სიტყვაა ზოგს გულს რომ უჩუყებს და ნოსტალგიას აღუძრავს, და ზოგს ზიზღს გვრის და სიბინძურესთან აიგივებს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ჩემი სოფელი სულ მენატრება. მენატრება ის სოფლური ესთეტიკა, სილამაზე, სიკოხტავე და ტრადიცია, რაც სახლის დანახვისთანავე სულს გიფორიაქებს. რამდენი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ. განა არ მინდოდა ან წასვა მეზარებოდა, უბრალოდ როდის მომეხერხებინა ეს… Continue reading ჩემი სოფელი

კარიერა · ოჯახი

მეოჯახე კარიერისტი

რა რთული ყოფილა პირველი პოსტის დაწერა. უკვე დაწერილი პოსტებიდან ვერც ერთი ამოვარჩიე. ამიტომ ვამჯობინე ჩემზე დამეწერა, გაცნობითი ხასიათის წერილი. ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება დაოჯახებული და სამსახურის მქონე სხვა ქალების ყოველდღიურობისგან.   დღე იწყება 7-ზე. მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რეკავს, მაშინვე უნდა ავდგე, სხვაგვარად უფრო მიჭირს. სამაგიეროდ ყოველ 5 წუთში ვბრუნდები ოთახში, მეუღლის გასაღვიძებლად. ,,კიდევ ორი წუთი… Continue reading მეოჯახე კარიერისტი