ოჯახი · ურთიერთობები

ქორწინება

რამდენიმე დღის წინ, ერთ ჩემ ძველ მეგობართან ვისაუბრე. მოვიკითხეთ ერთმანეთის ოჯახები, მეუღლეები, შვილები და ბოლოს საკუთარ თავებამდე რომ მივედით, გრძელი პაუზაც გაჩნდა. მივხვდით სათქმელი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ,,არამიშავს“ ან ,,კარგად ვარ“. დავჯექით და გულახდილად ვისაუბრეთ. ეს ის ადამიანია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისთანაც შემიძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი და მუდამ საინტერესო პასუხებს ვიღებ. ორივე ვყვებოდით ამბავს სხვადასხვა ადამიანებზე, მაგრამ ერთ ისტორიას. ვისაუბრეთ, ოჯახზე, მეუღლეებზე, შვილებზე, ურთიერთობაზე, ფლირტზე, ღალატზე და უკვე პოლიტიკაზე საუბარს რომ ვიწყებდით დავიშალეთ. 😀

თითქმის 7 წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. წარმოიდგინეთ 7 წელი ყოველდღე ერთმანეთს ვუყურებთ. ისიც წარმოიდგინეთ რამდენი სიხარული, ბედნიერება თუ სირთულე გადაგვიტანია ერთად, რამდენჯერ გვიკამათია და რამდენჯერ გვიცინია. და ნუ დამცინებთ თუ ამ 7 წლის მერეც ქმრისგან იგივე დამოკიდებულებას ვითხოვ, როგორც ურთიერთობის პირველ წელს გვქონდა.  ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარვარ, მისთვის ძალიან ძვირფასი და შეუცვლელი ვარ, სულ ამტკიცებს ამას, მაგრამ პატარა შეყვარებული ბიჭივით რომ აღარ მიყურებს ნერვები მეშლება. პატარა, ცელქი, დაუმორჩილებელი ბავშვივით ჯიუტად ვიმეორებ, რომ არ მინდა დინებას მივყვე, არ მინდა წყნარ, მდორე მდინარეს გავდეს ჩვენი ცხოვრება. სულ მინდა ხმაური, მოქმედება, თავისუფლება და დიდი ემოცია, ბევრი სიყვარული და სიგიჟე. და როცა ვატყობ, რომ ეს ყველაფერი ნელდება, ვიწყებ მოქმედებას.

წყვილები ვივიწყებთ ერთმანეთს და ჩვენზე, პიროვნებებზე წინ ვაყენებთ ოჯახის ინტერესებს. თითქოს ოჯახი ცალკე არსებაა, რომელსაც სული და გული უნდა მიუძღვნა და მსხვერპლად შეეწირო. ბევრი ვერ უძლებს ამ გაუმაძღარი არსების კვებას და გარბის. უმეტესობა კი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს თავის გადარჩენას. კი, ზუსტად რომ თავის გადარჩენას და გეტყვით როგორც.

თავიდან ახალი წყვილი ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, როცა მუდმივად ცდილობენ ერთმანეთისთვის სასურველები და საინტერესოები იყვნენ. ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სექსი ნორმაა. მერე შვილები ჩნდება. დღეში რამდენჯერმე კიარა, კვირაში რამდენჯერმე თუ მოახერხეთ უკვე ეგეც კარგია. მახსოვს ბაჭია რომ პატარა იყო, ოდნავ გაფაჩუნებაზეც ლოგინში წამოჯდებოდა და მიძახდა. ეს იყო დიდი ნევროზის პერიოდი. 😀 მერე გადის წლები და უამრავი ოჯახური პრობლემა, უაზრო და სინამდვილეში უმნიშვნელო საქმეები წევს უკან წყვილის ინტერესებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ერთმანეთს აღარ ვუსმენთ, აღარ ვეპრანჭებით, ერთმანეთის აღარ გვერიდება, თავს არ ვაწონებთ, ერთად დროს არ ვატარებთ. კაცს არა აქვს შიში, რომ ცოლს მობეზრდება, ავტომატურ რეჟიმში მიჰყვება ცხოვრებას. ცოლის მხრიდან ერთგულება კი გარანტირებული აქვს და ზედმეტად თავს აღარ იწუხებენ. ქალებს კი ცოლის სტატუსი აქვთ გარანტირებული, თითქოს რაღაც თანამდებობა იყოს, შეუცვლელი და უკონკურენტო. უმეტეს შემთხვევაში ვნებიანი წყვილი ერთად მცხოვრებ მეგობრებად იქცევა, რომელთაც ხანდახან სექსი აქვთ. სექსში რა ვარიანტებიც არ უნდა მოსინჯონ, რა სიახლეებიც არ უნდა ცადონ, თუ ერთმანეთის რიდს დაკარგავენ და პატივისცემას, ურთიერთობა მოკვდება და მაშინვე დაიწყებ სხვა ადამიანის ძებნას, იმიტომ რომ შენც კვდები. ყველაფერი ძალას და შინაარს კარგავს გარშემო და სუნთქვაც კი გიჭირს. ერთფეროვნება ყელში გიჭერს და ცხოვრებაც გბეზრდება. სხვა ადამიანი ამ დროს წამალივითაა, რომელსაც კაცები უპრობლემოდ იღებენ, მხოლოდ იმიტომ რომ კაცები არიან და ამის უფლება მისცეს თავს. აი ასე, უპრობლემოდ.

ქალმა რა ქნას? ფლირტი ქმართან? რთულია ეგ. წარმოიდგინეთ როცა ადამიანს ყველანაირ მდგომარეობაში ყავხარ ნანახი, არეული, მოუწესრიგებელი, ავადმყოფი თუ კარგად მყოფი, მას რითი გააკვირვებ? როგორ უნდა მოვაწონო თავი, როცა ჩემი ხასიათი თუ სხვა შესაძლებლობები ყველაფერი დეტალურად იცის? ბოლო ისღა დამრჩენია ვაეჭვიანო ხოლმე.

ქალებს გვინდა, რომ ყოველთვის სასურველი ვიყოთ, როგორც ქალი. ქმარს (როგორც არაერთხელ უთქვამთ ცოლებისთვის ) ყველანაირ მდგომარეობაში ვეყვარებით, მსუქანიც, გამხდარიც, მელოტიც და ა.შ (კი არ მჯერა, მაგრამ მაინც). ხოდა სხვა მამაკაცსაც რომ მოსწონხარ, გეფლირტავება და საერთოდ გამჩნევს როგორც ქალს, იცით რა ემოციაა? ჯერ კიდევ არსებობ რა, არ მომკვდარხარ როგორც ქალი. რაც არ უნდა მაგარი კაცი გყავდეს გვერდით, სუპერ დუპერ საოცრება და შენც ყველამხრივ დაკმაყოფილებული იყო, სხვისი ყურადღება მაინც ახალი ენერგია და მუხტია. ეს ენერგია კიდევ ისევ ქმრებს უბრუნდებათ უკან და ნეტა რა აეჭვიანებთ?  თუმცა საქმე ისაა, რომ კაცები ხშირად მარტო ფლირტით არ შემოიფარგლებიან.

ჩემს მეგობართან საუბრისას სიტყვა ღალატი რომ ვახსენე, შემისწორა, ქალები მაგას ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვავთ და ეგ ტერმინიც შესაცვლელიაო.

,,თავშეკავება, ნებისყოფა და საკუთარ თავთან ბრძოლა ხანდახან იმდენად უსუსურობაა, რომ სასაცილოც კია, მშრალად რომ შეხედო. როცა მგონია, რომ საკუთარი ნებისყოფით (და არა გარემოებების ხელშეწყობით) რამე გადაწყვეტილებას თუ პრინციპს ვიცავ, სწორედ მაშინ ვიქცევი საპირისპიროდ, რომც არ მინდოდეს, ასე გამოდის. ბუნების რაღაც კანონი მოქმედებს, რომელიც კარგად არ მესმის, ანუ არ უნდა გეგონოს, რომ შეგიძლია, არ უნდა გეგონოს, რომ რამე აუცილებლად გამოგივა, თუკი ძაან მოინდომებ; არ უნდა გეგონოს რომ რეალურად რამის შეცვლა დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარი სურვილით და ძალისხმევით შეგიძლია. არა, უბრალოდ უნდა გინდოდეს და უნდა ცდილობდე, შედეგშიც შეიძლება ალბათ მეტ-ნაკლებად წინასწარ იყო დარწმუნებული, მაგრამ არაფრით არ უნდა იფიქრო, რომ შენ – ადამიანი – რამეს ცვლი, აწესებ ან ადგენ ცხოვრებაში, თუნდაც შენს საკუთარში. როგორც კი ამას იფიქრებ, ბუნება თუ სამყარო მყისიერად შენს წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას, სათამაშოსავით აგათამაშებს და შეიძლება მიგაგდოს კიდეც უყურადღებოდ. მეორე მხრივ, ზუგჯერ სურვილის უბრალოდ წარმოდგენა და წინასწარ განცდაც საკმარისია, რომ ის ეგრევე სრულდება. ზნეობრივია ეს სურვილი თუ უზნეოა, მნიშვნელობა არ აქვს. სრულდება და რაღაც ახალიც უცებ ხდება. რაღაც ვერ გავერკვიე ამეებში, რეალურად რა ხდება. ამიტომაც ითქვა ალბათ never say never და ამიტომაც ვერ ვიტან მორალისტებსო.‘’

ძნელია ახლა ამ სიტყვებს არ დაეთანხმო, ლამის ვუთხარი, კი, ყველა სისუსტე ადამიანურია და ყველა შეცდომის პატიება და გაგებაა შესაძლებელითქო. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა ღალატი უადგილო კი არაა, ზუსტად რომ ღალატია, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვით და არა საერთო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გამოისწორებთ გუნებას, დაიკმაყოფილებთ სურვილს, დაიტენებით ახალი ენერგიით, ჩაისუნთქავთ ახალ ჰაერს და მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ქალებს ეგ არ გვჭირდება, ისედაც ხო წვრილმანი რაღაცეებითაც შეგვიძლია გაბედნიერება. ახალ კაბას გვიყიდით, ახალ ფარდას დაგვაკიდინებთ სახლში და ბავშვი ზეიმზე ყველაზე ხმამაღლა იტყვის ლექსს. ხანდახან ძალიან მძულხართ.

რატომ გგონიათ რომ მუდმივად ერთფეროვნება ჩვენ არ გვბეზრდება? რატომ ფიქრობთ რომ ქალისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მთელი ცხოვრება ერთ კაცთან ცხოვრება და არ შეიძლება მობეზრდეს? რატომ თვლით რომ ქალები ქორწინების მერე ვბრმავდებით, ვყრუვდებით და ქმრებზე მაგარ კაცებს ვეღარ ვამჩნევთ? ვამჩნევ და არაერთხელ მქონია ცდუნებაც, მაგრამ როცა მარტო არ ვარ, ეგოისტურად ვერ ვიფიქრებ. რთულია ადამიანად ყოფნა, უამრავი ცდუნებისთვის გაძლებაა რთული და ესაა ზუსტად სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა და ერთგულება. ქორწინება კომპრომისებია, ნდობაა, ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის გრძნობების გაფრთხილება და საყვარელი ადამიანის ინტერესების შენ სურვილებზე წინ დაყენება. ქორწინების დროს ადგილი აღარ უნდა ქონდეს ეგოიზმს, იქ არ უნდა არსებობდეს მხოლოდ ჩემი ინტერესები, რადგან მე ცხოვრებას ვიყოფ სხვა ადამიანთან და ჩვენი საერთო ცხოვრების გაფერადებაზეც ერთად უნდა ვიზრუნოთ.

Advertisements

11 thoughts on “ქორწინება

  1. რთულია არაა, ამაზე პოსტი მაქვს დაწერილი. არსებობს ისტორიებიბრომელსაც ვორდპრესსაც კი არ გავიმხელთ! ასე რომ მწერალო ქალბატონო, ცდუნებებს თუ არ აჰყვებით, ჩათვალეთ არ გიცხოვრიათ!☝

    Liked by 1 person

    1. ცდუნებაც ბევრნაირია, გააჩნია ვინ რას თვლის ცდუნებად. ისტორიები ყველას აქვს, კაცს თუ ქალს, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ კაცები ამ ისტორიებს ხმამაღლა ყვებიან. ჰგონიათ, რომ ეს მათ პრესტიჟს მატებთ. ქალებსაც გვაქვს ისტორიები, თან ისეთი ისტორიები რომლებიც ქორწინების მერეც დაბადებულა, მაგრამ ვორდპრესს კი არა საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით. 😉

      Like

  2. ზაფხულში “აღმოვაჩინე” შენი ბლოგი და სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა რომ ყველა სტატია წამეკითხა,არც გამიჭირდებოდა,საკმაოდ ცოტაა მაგრამ გემრიელი. ჰოდა,მას შემდეგ ყოველდღე შემოვდივარ და ვამოწმებ რამე ახალი არის თუ არა,სამწუხაროდ იმედები მიცრუვდება ჯერ-ჯერობით. არ ვიცი ამ კომენტარს როდის ნახავ,ან შეიძლება არც ნახო მაგრამ….

    Liked by 1 person

    1. როგორ გამიხარდა ეს კომენტარი ვერ წარმოიდგენ ❤ ე.ი ვიღაცას ვაინტერესებ, ვიღაცა ჩემ აზრებს და ფიქრებს თავისად თვლის, ვიღაცა მელოდება. ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი მომეცი ახლა შენ და მადლობა ამისთვის. :*

      პ/ს ახალი პოსტი მზადაა და დავდებ ცოტა ხანში. :)))

      Like

  3. ეს რა გიქნია… რამდენი რემდენი გამომიტოვებია ამ პოსტის არწაკითხვით, შენ და შენს მეგობარს მნიშვნელოვანი საუბარი გქონიათ, ზოგჯერ როგორი საჭიროა მსგავსი გრძნობების და ამბების გაზიარება, რა კარგად წერ იმაზე რომ ქალს ყოველთვის ჭირდება ახალ–ახალი მუხტები და ენერგია, რომ ღალატი ღალატია და რომ ჩვენი ბიჭი გვინდა რომ სიბერეშიც კი ისევ იმ ბიჭად დარჩეს პირველ პაემანზე რომ იყო ❤ ამ პოსტისთვის მადლობა ❤

    Like

  4. ეს რა გიქნია… რამდენი გამომიტოვებია ამ პოსტის არწაკითხვით, შენ და შენს მეგობარს მნიშვნელოვანი საუბარი გქონიათ, ზოგჯერ როგორი საჭიროა მსგავსი გრძნობების და ამბების გაზიარება, რა კარგად წერ იმაზე რომ ქალს ყოველთვის ჭირდება ახალ–ახალი მუხტები და ენერგია, რომ ღალატი ღალატია და რომ ჩვენი ბიჭი გვინდა რომ სიბერეშიც კი ისევ იმ ბიჭად დარჩეს პირველ პაემანზე რომ იყო ❤ ამ პოსტისთვის მადლობა ❤

    Liked by 1 person

  5. ❤ მადლობა

    იცი, მაქვს რაღაცეები დასაწერი ამ ახალ მუხტზე და ენერგიაზე და არ ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ მოვყვე. :/ თავსაც რომ არ უტყდები, თან ბედნიერი რომ ხარ და თან საშინელ ადამიანად რომ გრძნობ თავს. ცხოვრებაში გვაქვს ისეთი ამბები, რომელთაც ახდენის საშუალებასაც არ ვაძლევთ, ისევ ჩვენი პრინციპებიდან თუ მორალური ფასეულობებიდან გამომდინარე. ამიტომ არასდროს ვიცით რა როგორ დასრულდებოდა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s