საზოგადოება

პატარა კაცი

პატარა კაცის სინდრომი, ნაპოლეონის სინდრომი ან ნაპოლეონის კომპლექსი.

ასეა ცნობილი ადამიანთა (ძირითადად კაცების) ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა ტანდაბალი ადამიანი ხასიათდება განსაკუთრებული მიზანდასახულობით, ფეთქებადი და აგრესიული ხასიათით, წინსვლის განუზომელი სურვილით, აქტიურად ცდილობს პატივისცემის მოპოვებას, ისწრაფვის ლიდერობისკენ, მძაფრად განიცდის კონკურენციას და აგრესიული მონდომებით თუ მეთოდებით ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. საყურადღებოა ის, რომ ნაპოლეონის სინდრომი ყალიბდება მაშინ, როცა ფიზიკური სიმაღლე ადამიანს აკომპლექსებს და ნაკლად თვლის. სხვა შემთხვევაში ყველა ტანდაბალი ადამიანი მსგავსი სინდრომის მატარებელი იქნებოდა. ცალსახად იმის თქმა, რომ აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანები ვერ დაიკვეხნიან თავისი პიროვნული თვისებებით თუ ღირსებით, არ შეიძლება. რადგან არ არსებობს მხოლოდ დადებითი თვისებების ან მხოლოდ უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანი. 

სიმართლე რომ ვთქვა, ამ პოსტის დაწერა და საერთოდ რამის თქმა ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა. ეს იყო ბოლო წვეთი, თორემ აქამდეც მქონია მსგავს ადამიანებთან კონტაქტი და ვაღიარებ, მაინცადამაინც კომფორტულად არ მიგრძვნია თავი.

რამდენიმე დღის წინ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნად წავედით ერთ-ერთ რესტორანში. მე მეუღლესთან ერთად ვიყავი. დროს მშვენივრად ვატარებდით, უგემოვნო მუსიკა თუ შეგვიშლიდა ხოლმე ხანდახან ხელს, თორემ სხვა მხრივ კარგი საღამო იყო. ჩვენს წინა მაგიდაზე ასევე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ცოტა ხანში ამ მაგიდას წყვილი შემოუერთდა, როგორც შემდეგ გავიგეთ ცოლ-ქმარი. ქალი ძალიან გამომწვევად ჩაცმული, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი კოლგოტი, ძალიან მოკლე ვერცხლისფერი შორტი, ბრეტელებიანი შავი ზედატანი ღრმა დეკოლტით და თხელი მოსაცმელი, რომელიც შორტზე გრძელი იყო და უხერხულობას ფარავდა. ქმარი – არაფრით გამორჩეული გარეგნულად, საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ჯინსით, შავი ფეხსაცმლით და ზოლიანი მაისურით. რაც ყველასგან გამოარჩევდა ეს იყო წელზე სქელი ქამარი და ცეცხლსასროლი იარაღი. მაისური იარაღის ზემოთ იყო აწეული, რომ ყველას კარგად შეემჩნია ჩვენი გმირის ღირსება. ერთი სიტყვით, ყურადღებას მხოლოდ ქალის სიშიშვლე და კაცის იარაღი მიიქცევდა, სხვა მხრივ არ იყვნენ დასამახსოვრებელი ტიპები.

1 საათში დაახლოებით დარბაზში შემოვიდა პატარა ბიჭი, დაახლოებით 6-7 წლის, ვარდების თაიგულით. დღის განმავლობაში ყველა გაეყიდა და ეს 1 ცალი ქონდა დარჩენილი. ჩვენმა გმირმა თავისთან იხმო და თაიგული ცოლს გადასცა. მაგიდიდან აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა. ბიჭს 10 ლარიანი ჩაუკუჭა და გააგრძელა დროს ტარება. ბიჭი არ წავიდა. იმ მაგიდიდან სხვამაც რომ მიუთითა გასასვლელისკენ, ბიჭმა თქვა, რომ მხოლოდ 1 ვარდი ღირს 5 ლარი, თაიგულში კი 8 ვარდია და 40 ლარი ეკუთვნოდა. მაგიდა ჩვენს წინ იყო და ყველაფერს კარგად ვხედავდი და ვისმენდი. ჩვენი გმირი წამოხტა, ბიჭს ყურში ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია გინებით და ყვირილით თუ როგორ გაბედა ხმის ამოღება. იმ მაგიდიდან არც არავინ ამდგარა, ქეიფი გაგრძელდა. გავიდა მხოლოდ რესტორნის დაცვის თანამშრომელი. დაცვას ჩემი მეუღლე და ერთი მეგობარი ბიჭიც გაჰყვა. რესტორნის ეზოში ჩვენი გმირი ბავშვს კისერში ურტყავდა. დაცვის ბიჭი კი ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა გმირი და იარაღი ადგილზე ჩაედო. ჩემს ქმარს ბავშვისთვის ფული მიუცია და ეზოდან გაუშვია.

ამ აყალმაყალის დროს თვალი არ მომიშორებია ჩვენი გმირის მეუღლისთვის. ქალი იყო უბედნიერესი, იხუტებდა თაიგულს და ხმამაღლა კისკისებდა, ბოლოს კი ისეთი რაღაც თქვა, რამაც წყობილებიდან საბოლოოდ გამომიყვანა. გამოაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ორივე პოლიციელები არიან, ადამიანებთან ურთიერთობები არ ეშლებათ და ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებენო. პოლიციელები ვართო, იმ დროს ამით ამაყობდა. მე მისი ქმრის საქციელის ძალიან შემრცხვებოდა. ძალიან! არადა, ქმარიც დაბრუნდა დამშვიდებული, თავისი ღირსება რა თქმა უნდა ისევ წელზე ეკეთა, გამოსაჩენ ადგილას და გააგრძელა სადღეგრძელოების სმა. იმ დღეს, იმ მაგიდაზე აუცილებლად დალევდნენ ქალების, ბავშვების და საქართველოს უკეთესი მომავლის სადღეგრძელოს. მე კიდევ სიამოვნებით შევასხავდი იმ თვითკმაყოფილ იდიოტს სახეში ღვინოს. ზნეობრივი პრინციპების არმქონე კაცუნას, რომელსაც დამატებითი აქსესუარები ჭირდება თვითშეფასების ასამაღლებლად, სახელის მოსახვეჭად და საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად. რკინა წელზე. -_-

მე როგორც მოქალაქეს მიჩნდება კითხვა: ეკრძალება თუ არა პოლიციის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება მაშინ, როცა რესტორანშია, პარკში, საბილიარდოში თუ ღამის კლუბში? მაშინ, როცა არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.

საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მიხედვით თუ ვიხელმძღვანელებთ, რომლის დაცვაც ყველა პოლიციელის პირდაპირი ვალდებულებაა, მაშინ გამოდის რომ კი!

2.5. პოლიციელისთვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის და სხვა.

ტარების უფლება აქვს, მაგრამ არა გამოსაჩენ ადგილას. თუ სახლში დატოვება არ უნდა, დატოვოს მანქანაში, ნუ დამანახებს მე, ნუ შემოიტყავს წელზე, ნუ დამიდებს მაგიდაზე და ა.შ

რაც შეეხება ამ ტიპის საქციელს, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს ერთსულოვნება, რათა გამოვლენილ იქნან მსგავსი შემარცხვენელი პირები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი თანამშრომლების გმირობების შესახებ.. მხოლოდ ერთი ადამიანი, რიგითი მოქალაქე ამას ვერ და არ გააკეთებს. ერთია და იმიტომ. სამინისტრომაც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ წახალისებულ იქნას მოქალაქეების მხრიდან მსგავსი აქტივობები და არ იყო შიშის მომენტი.

თვალსაჩინოებისთვის ვდებ პოლიციელის ეთიკის კოდექსს. მჯერა, რომ კოდექსის ყველა მუხლში მოცემული დებულების დაცვა წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას.

Georgian Police Code of Ethics Georgian final

Advertisements

6 thoughts on “პატარა კაცი

    1. კი, ვერანაირად ვერ გაამართლებ მსგავს საქციელს და ძალიან ბევრი ტიპი დადის იარაღით. 😦 მე იმ ბავშვის სახე თვალებიდან არ ამომდის. უნდა აიკრძალოს გასართობ ადგილებში იარაღით სიარული.

      Like

  1. რა საცოდაობაა😑 ამ დროს “ვაი გმირენზე” მეტად ვბრაზდები ამ ვაი საზოგადოებაზე, რომლებიც ყვავილების გარდა ვერაფერს ამჩნევენ!😐

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s