ურთიერთობები

წერილი მეგობარს

სულ მეშინოდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვის. ძუნწი ვარ და სხვებისთვის არ მემეტებიან. ხოდა ვხდები რომ გკარგავ. გაიშვიათდა ჩვენი ურთიერთობა. უფროსწორად, მიწერ-მოწერა, თორემ სადაა ურთიერთობა. 8900 კილომეტრია მე და შენ შორის. 😦 ხოდა ცუდად ვარ და არ მინდა ამას შევეგუო. რამდენჯერ ღამე მიფიქრია, რატომ მე. ადამიანზე ვეწეპები და ვერ ვეგუები ჩემი ცხოვრებიდან მის ამოგლეჯვას. ხოდა არ მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში აღარ იყო. ხშირად მოდი ხოლმე, მომწერე ერთი სიტყვა მაინც. შენზე სულ აღარაფერი ვიცი, რას გრძნობ, რა გინდა, რა მოგწონს, რა გტკივა და რა გიხარია. აღარ ვიცი და მინდა ვიცოდე, მაკლიხარ ძალიან.

მე ახლა კარგად ვარ. უკვე არც მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ კარგად ვარ. ისეთი თავგადასავლები მაქვს, ამას ფურცელზე ვერ დავწერ. მინდა ვიღაცას თვალებში ვუყურო და ისე ვთქვა, ისე მოვყვე რომ იმანაც იგრძნოს. ამას კიდევ ყველას არ მოვუყვები. არ მინდა ყველასი გავხდე. :/ ხოდა შენ აქ არ ხარ. არც მე ვარ მანდ. ცხოვრება რომ სურპრიზებითაა სავსე, დამიმტკიცა უკვე თავად ცხოვრებამ. რას წარმოვიდგენდი შენ თუ მანდ წახვიდოდი. ან მე ეს ამბები შემემთხვეოდა. დაწერისაც მეშინია უკვე.

მოკლედ რომ ვთქვა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი თავის ბატონ-პატრონი თავად ვიქნები. ჩვენს, ახალ სახლში გადავედით, ჩვენ სამნი. არც ერთი დღე აღარ ჰგავს ძველს. ჩვენია ეს დღე და ხვალინდელი დღეც მარტო ჩვენია და იმ ხალხის, ვისაც ამ დღეებში ჩვენ შემოვუშვებთ. ხო კიდევ ის უნდა გითხრა, რომ ლაპარაკი ვისწავლე, ყველას ყველაფერს ვეუბნები რასაც იმსახურებენ და ვფიქრობ მათზე. იმდენი მორალურად მოძალადეა ჩემ გარშემო, წესების იმდენი დამდგენი, რომ ყელში ამოვიდა. მივხვდი, რომ ცხოვრებას მართმევენ ასეთი ადამიანები. მუდმივად მართლები, პედესტალიდან იმოძღვრებიან და თავად არაფერი გააჩნიათ ყავის ჭიქის და სხვისი ცხოვრების გარდა. ხოდა გავლანძღე ეს ხალხი ერთ დღესაც და იმ წამიდან გავხდი შეგნებული და ჭკვიანი გოგო. გიკვირს? ბაჭიას გეფიცები ასე თქვეს.

არ მინდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ჩემგან შორს იყოთ. ვერ ვეგუები, რომ შენ აქ არ ხარ. კი ვიცი რომ შენთვის მანდ ყოფნა უკეთესია, უფრო კარგად ხარ, ხოდა მაგით ვიმშვიდებ თავს. მაგრამ თუ მეღირსება კიდევ შენი ნახვა არ ვიცი. არ მინდა გავუცხოვდეთ და რომ გნახავ, ის ვიფიქრო, რაზე ველაპარაკო მეთქი. ასეთი დღე სულ არ გამითენდეს ის მირჩევნია. მომწერე ხოლმე შენი ამბები. ის არა: როგორ ხარ, მე კარგად. ვმუშაობ და ბევრი დრო არ მაქვს. ეს არ მინდა 😦 აი წარმოიდგინე რომ ლოგინზე ვწევართ, ყავით ხელში და ვჭორაობთ. ან ღამე გამოგადექი სახლში, ჩიფსებით და ლუდით. ან დიეტის დღეს კრუასანებით და ეკლერებით. მინდა შენი ცხოვრება მეც ვიგრძნო და მეც მქონდეს ადგილი შიგ.  ერთი რამე კი სულ გახსოვდეს, რამდენი ადამიანიც არ უნდა შემოვიდეს და გავიდეს ჩემ ცხოვრებაში, შენ ჩემს გულში ხარ, შენი ადგილი გაქვს, შეუცვლელი და რომც მოინდომო არ გაგიშვებ.

ვსკდები ტირილით ახლა ამას რომ ვწერ.

 

ძალიან მიყვარხარ.

Advertisements

One thought on “წერილი მეგობარს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s