საზოგადოება · ურთიერთობები

გავიღვიძოთ

ფემინიზმი მსოფლმხედველობაა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ქონდეთ სოციალური, კულტურული, სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები,  ყველა ის უფლება რაც გააჩნია მამრობით სქესს და საერთოდ ადამიანს უნდა გააჩნდეს. ჩვენი და სხვა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციაც ამას გვეუბნება, თუმცა შავად ნაწერი სამწუხაროდ ისევ ფურცელზე რჩება. დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი ქალები არსებობისთვის და სიტყვის თქმის უფლებისთვის იბრძვიან. მე არ შევეხები მესამე სამყაროს ქვეყნებს, არ ვისაუბრებ ევროპაზე ან აშშ-ზე, მოგიყვებით ამბავს, რასაც ყოველდღე ვხედავ და ვისმენ.

 

გავიზარდე ძლიერი ქალების გარემოცვაში, ისეთ ოჯახში, სადაც კაცები ამაყობდნენ ოჯახის წევრი ქალების წარმატებით. როგორ ქალი, მე ვამაყობდი იმით, რომ ოჯახის წევრი კაცებისგან დიდ სტიმულს, თანადგომას, ძალას და მხარდაჭერას ვგრძნობდი. და ბედნიერი ვარ, რომ ასე გრძელდება დღესაც. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველ დღე ვისმენთ და ვკითხულობთ სხვა, ჩვენნაირი ქალების ტრაგიკულ ამბებს და მე ამას ვერ ვეგუები. ხმამაღლა ვაფიქსირებ ხოლმე ჩემ აზრს და ხშირად მომსვლია უთანხმოებაც. ფემინიზმის და გენდერის ხსენებაც კი აგრესიას იწვევს ხოლმე.

ვმუშაობ ერთ-ერთ პრესტიჟულ სამსახურში, სადაც თანამშრომელთა საკმაოდ დიდ ნაწილს ქალები შეადგენენ. გონებრივი დატვირთვა იგივენაირად მოდის ჩვენზე, როგორც კაცებზე. ყოველდღე საქმით ვამტკიცებთ, რომ ქალებს სრულიად დამსახურებით შეგვიძლია კაცებისთვის კონკურენციის გაწევა. მაგრამ, ამაზე კაცები ხუმრობენ. ხშირად წამოგვაძახებენ ხოლმე გადავხედოთ მსოფლიო ლიტერატურას, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, სხვადასხვა პრემიის ლაურეატების სიას და ამაყად მიგვითითებენ კაცების მიღწევებზე. იქვეა კითხვა: – აბა, სად არიან ქალები? ბატონებო, ქალები სულ ცოტა ხნის წინ განათლების მიღების, სიტყვის თავისუფლების და აზრის გამოხატვის  უფლებისთვის იბრძოდნენ და ზოგ ქვეყნებში იბრძვიან დღესაც. თქვენ წარმოიდგინეთ დღესაც ვცდილბთ დავამტკიცოთ, რომ ქალი პიროვნებაა და არა ადამიანის მეგობარი. მაგალითად ავღანეთში, ოჯახის წევრი კაცის დანაშაულისთვის ქალს სახალხოდ ქოლავენ. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს.

სოციალურ ქსელს, ვებ-გვერდებზე კომენტარებს და ფორუმებს თუ გადახედავთ, ნახავთ სრულიად აბსურდამდე დასულ სექსისტურ განცხადებებს. იხსნება მსგავსი თემები:

,,ქალი-პარაზიტების ფსიქოლოგიური თავისებურებანი“

,,უნდა გათხოვდეს თუ არა ქალი მეორედ“

,,არაქალიშვილი-პროგრესულად მოაზროვნე გოგოები მენტალურად ძირითადად როგორ ტიპებს მოჰყავთ ხოლმე ცოლად?“

,, ქალის ღალატი უფრო ღალატია თუ კაცის ღალატი უფრო ღალატია“

,,ქალებს სული აქვთ?“

,,არაქალიშვილი გოგოები“

,, ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალის ვნებები“

რომელი უფრო ერთგული და ჭკვიანია?
გამოკითხვა და სავარაუდო პასუხები:

ქალი უფრო ჭკვიანია მაგრამ ძაღლი უფრო ერთგული
ქალი უფრო ერთგულია მაგრამ ძაღლი უფრო ჭკვიანი
ქალიც უფრო რთგულია ძაღლზე და ჭკვიანიც
ძაღლი უფრო უფრო ერთგულია ქალზე და ჭკვიანი

ძალიან საინტერესოდაა დასაბუთებული ქალზე ძალადობის შემთხვევები და ყველა შემთხვევაში ქალია ხოლმე დამნაშავე. მაგალითად, თუ კაცმა გამაუპატიურა ჩემი ბრალია, გავაღიზიანებდი და მივიღე ის რაც მეკუთვნოდა. ნუ, ქმარი თუ გამაუპატიურებს ეგ არც ითვლება, ქმარია და ,,უნდა მივცე“. 🙂 ყველაზე შოკის მომგვრელი კი თავად ქალების კომენტარებია ხოლმე. რატომ ვექცევით ჩვენივე თავს ასე?

ასევე, კაცებს ვერ გაუგიათ რატომ ვითხოვთ დამატებით პატივისცემას, თუ მათთან თანასწორობა გვინდა. რას გულისხმობენ დამატებით პატივისცემაში? ალბათ კარში პირველს რომ გაგვატარებენ, ტრანსპორტში ადგილს რომ დაგვითმობენ, მძიმე ტვირთის აწევაში რომ მოგვეხმარებიან, ყვავილს რომ გაჩუქებენ და სიყვარულში პირველები რომ გამოგვიტყდებიან. კაცებო, ჩვენო საყვარელო კაცებო, ეს ქცევები თქვენ კი არ გასუსტებთ, ჩვენ თვალში გადაბლებთ ან  გლახავთ, პირიქით, ღირსებას გმატებთ, თქვენი პატივისცემის, საპასუხო მოფრთხილების სურვილს გვიჩენს. თუ არ გსურთ, მაშინ სქესის გამო ნუ დაგვითმობთ ადგილს, ნუ მოგვეხმარებით ტვირთის ზიდვაში, უბრალოდ ბუნების წესია ძლიერის მხრიდან სუსტის მოვლა და გაფრთხილება.

კაცები არ აღგვიქვავენ სერიოზულად და ეს ისევ ჩვენი ბრალია, ქალების. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ აღგვიქვან თანასწორად. რამოდენიმე დღის წინ ჩემი თანამშრომელი გოგო გამოვიდა სიტყვით, რომ საჯარო სამსახურებში მაინც მისცენ ქალებს 1 საათიანი შეღავათი, რომ ბავშვებს დედა ენატრებათ (თურმე მამა არა). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჯარო სამსახურებში მაინც არის მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის შეღავათები, თუმცა დედობის გამო ახალი მოთხოვნაც გაჩნდა. ეს მისი მოთხოვნა რა თქმა უნდა გავაპრეტოტესტე და ცოტა ხნით მოვიმდურე კიდეც, მაგრამ არაუშავს. არ უნდა გვიჩნდებოდეს მსგავსი სურვილები  და მხოლოდ ქალობის გამო არ უნდა ვითხოვდეთ შეღავათებს. სხვა თანამშრომელმა ბიჭმა კი საუბრისას თქვა, რომ მას ცოლი სამსახურში წასვლამდე დილით ხაჭაპურებს გამოუცხობს, რა მოხდა მერე თუ დილით ადრე ადგომა მოუწია, კარგ დიასახლისს მსგავსი პრობლემები არ აქვსო. პასუხად ჩავილაპარაკე, რომ ჩემი ქმარი სახლიდან გასვლისას შუბლზე რომ მკოცნის, მაგაზეც ვბუზღუნებ ნუ მაღვიძებ მეთქი. რა თქმა უნდა მას ჩემი ქმარი შეეცოდა, მე მისი მომავალი ცოლი. ამის მერე ჩვენ მსგავს თემებზე აღარ გვისაუბრია, მერიდება ხოლმე. 😀

სამსახურში ხშირად მიწევს ჩემი დადებული შედეგების დაცვა დავის სხვადასხვა ეტაპზე, ხან სასამართლოშიც მიდის საქმე და ყველგან ვგრძნობ, ხშირად გაუხმოვანებიათ კიდეც, რომ ქალისგან ამას არ ელოდნენ. რატომ? ქალებს გონებრივი შესაძლებლობები ნაკლები გვაქვს თუ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოვირჩევით? მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს მქონია განათლების მიღების, მუშაობის, თავისუფლების პრობლემა, მაინც მიძნელდება მიზნის მიღწევა, რადგან კაცთან თანაბარ პირობებში ვერ ვგრძნობ თავს. დილით მეც და ჩემი მეუღლეც გავდივართ სახლიდან, საღამოს ვბრუნდებით ორივე დაღლილი, მშიერი და ორივეს გველოდება ჩვენი ბაჭია. უმეტესად მე მიწევს სახლის საქმეებზე ზრუნვა. მეუღლე ძალიან მეხმარება (თვითონ თვლის რომ მეხმარება 🙂 ), თუმცა რეალურად თავის და ოჯახის საერთო საქმეს აკეთებს. ამას ის აიოლებს, რომ ცალკე ვცხოვრობთ. მშობლებთან ცხოვრების შემთხვევაში, კაცები სახლის საქმეების კეთებისგან თავს იკავებენ ხოლმე. თუ ჩემსავით მაქსიმალისტი ხართ ვინმე, მაშინ ადვილად მიხვდებით ჩემს ,,გასაჭირს“. ამიტომაც მერთულება ორივე ასპარეზზე 100%-ანი წარმატების შედეგის დადება. ან წარმატების საშუალო მაჩვენებლით უნდა დაკმაყოფილდე, ან რომელიმე ასპარეზი უნდა დათმო. დღეს, ისევ რთულია დაიბადო ქალად.

ჩემი ბაჭია გოგოა და მე არასდროს ვეტყვი მას რომ:

  1. სუსტია
  2. მეორეხარისხოვანი სქესია
  3. სახლის საქმეები (დარეცხვა, დასუფთავება, სადილ-ვახშამი) მხოლოდ ქალს ეხება
  4. ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის საქმეა
  5. ქალისთვის გათხოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება
  6. ქალის ადგილი ,,კუხნაშია“
  7. კაცი უპირატესი სქესია
  8. როგორც ქალს შეუძლია შეღავათები მოითხოვოს.
  9. გადაწყვეტილებას მხოლოდ კაცი იღებს
  10. ,,კაცია და გაივლის ქალებში“ და ა.შ

მამებო და დედებო, ნუ გავზრდით შვილებს მოახლეებად, მომვლელებად, სექსუალურ მონებად, მეორე ხარისხოვან ადამიანებად. ვასწავლოთ განსხვავებული ადამიანების და აზრის პატივისცემა, გაფრთხილება. სქესის გამო ნუ შეუზღუდავთ ასპარეზსს. ქალმა, რომელმაც მხოლოდ მორჩილება იცის, ვერ აღზრდის თავისუფალ მომავალ თაობას. მოვიშოროთ ორმაგი სტანდარტები. ხანდახან მგონია, რომ გვძინავს და მინდა გავიღვიძოთ.

კაცებო და ქალებო, ნუ ვიბრძვით და ნუ გვეშინია ერთმანეთის. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, როცა ერთად ვდგავართ, გვერდი-გვერდ, მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ.

Advertisements

7 thoughts on “გავიღვიძოთ

  1. მე ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი, მაგრამ შვილი რომ ამ დებულებებლით გაზარდო შენც ასეთი უნდა იყო… ასეთი ხალხი კი ცოტა თუ მოიძებნება… ფილმი “მონა ლიზას ღიმილი” მახსენდება…

    Liked by 2 people

  2. მეც გოგონა მყავს და მეც ვეცდები რომ არცერთი პუნქტი რომელიც ჩამოთვალე არ განატონდეს მის ცხოვრებაში! პოსტი იყო სერიოზული და საინტერესო!

    Liked by 1 person

    1. ისე მიხარია კომპლიმენტები :* რაც შეეხება თემას, ვფიქრობ რომ განათლებაა ამის წამალი. დიდი ბრძოლა არც დაგვჭირდება. განათლება და მხოლოდ განათლება.

      Like

  3. გენდერულ საკითხებზე კამათისას ხშირად მოჰყავთ ხოლმე ერთი არგუმენტი, რომელიც ძალიან არ მიყვარს: “მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს მეფე ქალი იყო და რა დისკრიმინაციაზეა საუბარიო”
    მაშინ იმავე მეთორმეტე საუკუნეში ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვიყავით გადაჭიმულები და მაშინ რა ოკუპაციაზე ვსაუბრობთ?

    ხშირად, კაცებისგან კი არა, ქალებისგანაც ვისმენ ხოლმე მსგავს მოსაზრებებს, თითქოს არ არსებობს არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით და მაშინვე იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ სიამოვნებთ კაცის მორთმეული ყვავილები და კინოში დაპატიჟება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამას არც არავინ გვართმევს და როცა გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი უფრო მნიშვნელოვან ღირებულებებზე უნდა ვიფიქროთ.

    Liked by 1 person

  4. კი ზუსტად! და ქალებისგან წამოსული წინააღმდეგობა უფრო გასაკვირი და მტკივნეულია ჩემთვის. შენ რომ კომფორტულად ხარ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ეგ პრობლემა არ არსებობს. ჯერ ასე მგონია რომ თვითონ პრობლემის არსს ვერ წვდებიან და მეორეც სოლიდარობის გრძნობა აღარ აქვთ. ოჯახში რომ არ მაქვს პრობლემა, მარტო ოჯახი ხომ არაა? სოციალური გარემო რომ უსამართლო და დისკრიმინაციულია, ამის არ დანახვა ბოროტებაა. სექსიზმი თვითონ ქალებისგანაა წაქეზებული, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s