კარიერა · ოჯახი

მეოჯახე კარიერისტი

რა რთული ყოფილა პირველი პოსტის დაწერა. უკვე დაწერილი პოსტებიდან ვერც ერთი ამოვარჩიე. ამიტომ ვამჯობინე ჩემზე დამეწერა, გაცნობითი ხასიათის წერილი.

ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება დაოჯახებული და სამსახურის მქონე სხვა ქალების ყოველდღიურობისგან.  

დღე იწყება 7-ზე.

მაღვიძარა მხოლოდ ერთხელ რეკავს, მაშინვე უნდა ავდგე, სხვაგვარად უფრო მიჭირს. სამაგიეროდ ყოველ 5 წუთში ვბრუნდები ოთახში, მეუღლის გასაღვიძებლად. ,,კიდევ ორი წუთი რა და ვსო, ვდგები“-გრძელდება 1 საათი.

როგორც ყველა, დილას მეც აბაზანით ვიწყებ. დღემდე მეჩხუბება დედა, ახალი დაბანილი თავით ნუ გავდივარ ქუჩაში.  მაგრამ არ ვუჯერებ. 😦  ვიცვამ, ბავშვის და მეუღლის ტანსაცმელი წინა დღეს გავამზადე, ვიღებ ლანჩისთვის გამზადებულ ჩანთას, მაცივრიდან ვხსნი წინა დღით გამზადებულ საყიდლების სიას და გავრბივარ სამსახურში. ძიძაც ამ დროს მოდის. ძიძა საოცრება გვყავს, ამაზე მერე მოგიყვებით. ❤

ჩემი სამსახური 9-ზე იწყება. ოთახში შევდივარ თუ არა, იწყება  დილის რიტუალისთვის მზადება. ჰაერში ყავის სუნი ტრიალებს. ყავა უნდა იყოს აუცილებლად უშაქრო და რძის გარეშე, მომწარო. ცოტა შავი შოკოლადიც თუა, ნირვანაში ვარ. ცოტა ჭორაობა, ცოტა ახალი ამბები ინტერნეტიდან და ვიწყებ მუშაობას.

სამუშაო დღე 6-ზე სრულდება, ანუ შემიძლია სახლში წავიდე თუ საქმე აღარ მაქვს. სამსახური ისეთი მაქვს, შემიძლია დაგეგმვა და საქმის რამოდენიმე დღეზე განაწილება, არავინ მახრჩობს. ამიტომ თითქმის ყოველთვის 6-ზე ვთავისუფლდები. სახლში ვბრუნდები ჩემ ბაჭიასთან. კარებზე კაკუნი და ბაჭიას კივილი ერთია, დასამალად გარბის. მერე მე უნდა ვეძებო, ვიდარდო დაკარგული შვილი და უცბად უნდა გამოხტეს და მკითხოს: ხო ბედნიერი ვარ, რომ შვილი მყავს. ❤

ამ დროს ძალიან მშია ხოლმე. თუ გამიმართლა და მეუღლე ჩემზე ადრე მივიდა სახლში, ვახშამს ის აკეთებს და ერთად ვჭამთ. ერთ-ერთ მიზეზი ესაა, რატომაც მიყვარს. 😀 მერე სამზარეულოს მილაგება, ბავშვთან თამაში და დაძინება. თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, მეორე დღისთვის სადილის მომზადება, თუ არადა ეგეც არაა პრობლემა. ხვალ მზას ვიყიდი ან უცებ გავაკეთებ რამეს, უპრეტენზიო ბიჭი მყავს მაგ მხრივ. თუ სახლში ჭამა გვეზარება, გარეთ გავდივართ, ბაჭიაც გიჟდება კაფეში ნაყინის ჭამაზე და წვენის დალევაზე. მაგალითად, ჩვენ რომ ხინკალს და მწვადს ვჭამთ, ის ნაყინს მირთმევს.

სადილების კეთების, სარეცხის რეცხვა/დაუთოვების, სახლის გრანდიოზული დალაგების დღეები შაბათ-კვირაა. თავის მოვლის პროცედურებიც ძირითადად ამ დღეებშია ხოლმე გაწერილი. არ აქვს მნიშვნელობა სტუმარი მყავს თუ მე მივდივარ სტუმრად, ვცდილობ რომ გეგმით გაწერილი სამუშაოები აუცილებლად შესრულდეს, სხვაგვარად მომდევნო კვირა აირევა. ქალაქგარეთ თუ მივდივართ ეს 2 დღე, მერე გეგმაც იცვლება ხოლმე თავისთავად. :)) ნაკლია და თუ ღირსება არ ვიცი, მაგრამ დაგეგმვა ძალიან მიყვარს და ამართლებს კიდეც. ჩათვალეთ, რომ ოჯახი დიდი ბიზნესია, რომელსაც კარგად მოფიქრებული ბიზნეს გეგმა სჭირდება, რომ გაამართლოს. თქვენ გაქვთ To do list-ი? 😉

შაბათს ან კვირას აუცილებლად ცხვება ნამცხვარი, ყველას გვიყვარს ალუბლის ღვეზელი. დავწერ სხვა დროს ამის რეცეპტსაც. ❤ მზადდება 2-3 კერძი, რომ მომდევნო სამუშაო კვირაში 1-2 დღე მაინც გვეყოს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მარტო მე არ/ვერ ვაკეთებ. მეუღლის გარდა დამხმარე სახლში არავინ მყავს, ამიტომ მაქსიმალურად ვეხმარებით ერთმანეთს. თუ ეზარება და ფილმის ყურება ურჩევნია (რა კარგია :)), მაშინ ბაჭიასაც მივუჯენ და მამა-შვილი ერთად ერთობა.

ძალიან მიყვარს სახლი, სამზარეულოში ტრიალი, კერძების კეთება, ოჯახის წევრებთან ყოფნა, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს ორშაბათი როდის მოვა და სამსახურში წავალ. არასოდეს დამიყენებია საკუთარი თავი არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი. ჩემი ცხოვრება, რომელიმეს გარეშე არ იქნებოდა სრულყოფილი და სავსე. ვერც მე ვიქნებოდი ნამდვილი მე.

მე ვარ მეოჯახე კარიერისტი, თუ არსებობს ამ ქვეყნად მსგავსი რამ.

Advertisements

4 thoughts on “მეოჯახე კარიერისტი

  1. მომეწონა მე შენი დღე 🙂 კიდევ უფრო ხალისიან დღეებს გისურვებ და წარმატებებს 🙂 ისა და ნეტავ იცოდე როგორ შემშურდა სამსახურში რომ არავინ “გახრჩობს” და თავისუფლად ხარ 😀 იმედია შენს ბაჭიას უფრო კარგად გაგვაცნობ 🙂

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s